ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ორი კოვიდინფიცირებული რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დარჩენილთაგან ერთი პაციენტი ორი დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს, იგი კარანტინში, დედაქალაქში იმყოფებოდა.
აჭარაში კორონავირუსი სულ 71 პირს დაუდასტურდა. მათგან 63 გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. პაციენტთა ნაწილი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობს.