ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კლინიკის დირექტორი ინგა ხოზრევანიძე არ გამორიცხავს, რომ ორი პაციენტი დღესვე გაწერონ.
ამჟამად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება, მათგან რამდენიმეს კორონავირუსი საკონტროლო ტესტების შემდეგ არ დაუფიქსირდა, თუმცა ვირუსის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ ისევ კლინიკაში რჩებიან.
კლინიკის დირექტორის თქმით, შედარებით გაუმჯობესდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 78 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვიდან ორი დღის წინ მოხსნეს. დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.