ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ექვსი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი კვლევის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა, თუმცა, სამედიცინო დაწესებულება უახლოეს პერიოდში შესაძლოა, კიდევ ექვსმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს.
„განმეორებითი, საკონტროლო ტესტი უკვე ჩაუტარდა ექვს პაციენტს. ანალიზები გადაგზავნილია ლაბორატორიაში და დღეს ველოდებით პასუხებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ.
კლინიკაში უკვე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რეანიმაციაში რჩება მხოლოდ ორი პირი. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.