ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დარჩენილი ინფიცირებულების გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კირონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ დარჩეს. ამჟამად „მედალფაში“ ოთხი პაციენტი რჩება, თუმცა მედიკოსები ყველას გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
კლინიკის მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, დაწყებულია გამოკვლევები და თუ კორონავირუსზე აღებული ანალიზი იქნება უარყოფითი, მათ კლინიკიდან გაწერენ.
„ოთხი პაციენტი რჩება, აქედან სამის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით. რაც შეეხება მეოთხეს, მას კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა განუვითარდა ინსულტი და ესაჭიროება სხვა კლინიკაში ან სახლში მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანა. აღნიშნული პაციენტი აშშ-ის მოქალაქეცაა, რომელიც ერთ თვეზე მეტი მართვით სუნთვაზე იყო,“- განაცხადა ანთაძემ.
აჭარაში 30 აპრილიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოველდღიურად 300-ზე მეტ პირს იკვლევენ. რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა 60-მა პაციენტმა, გარდაიცვალა ორი.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 1639 პირი იმყოფება.