ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა გაუარესდა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 პაციენტი რჩება. დღეს ერთ-ერთის მდგომარეობა გაუარესდა და იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, აღნიშნულ პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნება.
„მაქსიმუმ 42 პაციენტი გვყავდა, დღეისათვის მათი რაოდენობა 15-მდე შემცირდა. ორი იმყოფება რეანიმაციაში, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა თანმხლები დაავადებების გამო გართულდა და მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, დარჩენილი 13 პაციენტიდან კი, ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენის კი მსუბუქი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინგა ხოზრევანიძემ.
კლინიკაში ერთ პაციენტს კორონავირუსი განმეორებითი ტესტის შემდეგაც აღარ უდასტურდება, თუმცა იგი ვირუსის შემდგომი გართულებების მკურნალობის მიზნით კლინიკაში რჩება.