ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს
ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთა რაოდენობა 21-მდე შემცირდება.
კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, განმეორებითი საკონტროლო ტესტი კიდევ რამდენიმე პაციენტს ჩაუტარდება, რომლებიც გამოჯანმრთელების სტადიაში იმყოფებიან.
„დღეს კლინიკას დატოვებს კიდევ ერთი პაციენტი. ის უკვე გავწერეთ, დაგვრჩება 21, რომელთაგან 19-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ორის შედარებით მძიმე. ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არ გვყავს არც ერთი პაციენტი“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.