ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 30 წლამდე ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა იგი კლინიკას დღესვე დატოვებს.

მედალფას“ მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, განმეორებითი საკონტროლო ტესტი დღეს ორ პაციენტს ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა მეორე გამოჯანმრთელებული საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს.

„კვლევა მას ხვალ დილით ჩაუტარდება და თუ სტაციონალური მკურნალობა აღარ დასჭირდა, შესაძლოა, ხვალ კლინიკა მანაც დატოვოს“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

გამოჯანმრთელებული 30 წლამდე ქალის გასვლის შემდეგ, კლინიკა „მედალფაში“ 22 პაციენტი რჩება.