ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, დღეის მდგომარეობით, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა 11-ს შეადგენს, თუმცა შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება კიდევ ოთხმა პირმა დატოვოს.
დღის მეორე ნახევარში გამოჯანმრთელებაზე ოთხი პაციენტის განმეორებითი საკონტროლო ტესტების პასუხს ელოდებიან. პირველადი პასუხები უარყოფითი იყო.
ამასთან, კლინიკაში 11-დან მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„მედალფაში“ გამოჯანმრთელდა 45 და გარდაიცვალა ორი პაციენტი. ახალი კორონავირუსის შედეგად 18 აპრილს 73 წლის ქალი დაიღუპა, გუშინ კი, მისი მეუღლე – 81 წლის მამაკაცი.