ბათუმის კლინიკა „მედალფა“ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
კლინიკაში 14 პაციენტი რჩება, თუმცა დღეს კიდევ ხუთი პირის განმეორებითი საკონტროლო ტესტის შედეგს ელოდებიან, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას ეს პაციენტებიც დატოვებენ.
კლინიკა „მედალფაში“ ორი პირი რჩება რეანიმაციაში, ერთი მათგანის, 81 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე რჩება.