ბათუმის კლინიკა „მედალფა“ დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ კი ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ დღეს კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა. კლინიკის დირექტორის ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, ორივე მათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
კლინიკაში პაციენტთა რაოდენობა 11-მდე შემცირდა, თუმცა კიდევ ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. პირველადი ტესტებით მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. განმეორებითი, საკონტროლო ტესტირების შედეგები ხვალ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
დარჩენილ პაციენტთაგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკაში დღეს კორონავირუსით 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.