ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ხუთი ადამიანი შეიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით ერთდროულად ხუთი მოქალაქე შეიყვანეს,-ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ სხვადასხვა რეგიონიდან შეიყვანეს მოქალაქეები, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.
მათ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. ლუგარის ლაბორატორიის ბათუმის ფილიალში ანალიზების პასუხი ოთხ საათში გახდება ცნობილი.
„მოქალაქეები სხვა რეგიონიდან შემოვიყვანეთ, აღენიშნებათ ტემპერატურის მატება. ოთხ საათში გვეცოდინება ზუსტი პასუხი. დღემდე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 15 მოქალაქე იყო მოთავსებული საეჭვო სიმპტომებით, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.