ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შემოწმებულ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 13 პირის ანალიზის პასუხები გახდა ცნობილი. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფექციურ საავადმყოფოში მოქმედ ცხელების ცენტრში აღნიშნული მოქალაქეები საეჭვო სიმპტომებით შევიდნენ, როგორც კარანტინიდან, ასევე თვითდინებით.
დღეს ინფექციურ საავადმყოფოში რვა პირია გადაყვანილი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.