ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სარფის საბაჟოდან ორი პირი გადაიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით კიდევ ორი პირი შეიყვანეს. ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს პირები, რომლებმაც დღეს სარფის საბაჟო გადმოლახეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საქართველოში თურქეთიდან დაბრუნდნენ.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დამატებით ბათუმში კიდევ ხუთი პირის ანალიზების პასუხებს ელოდებიან. ხუთივე კარანტინში იმყოფებოდა. ამდენად, სულ გამოსაკვლევია შვიდი პირი.