ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ პირს, რომლებიც კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ პირს, რომლებიც კლინიკაში საკარანტინო სივრციდან დღეს გამთენიისას გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი ინფიცირებული მოქალაქე რჩება, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარაში, საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 100 -ზე მეტი პირია.