ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს სამი მოქალაქე მოათავსეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს სამი მოქალაქე მოათავსეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს სამი მოქალაქე მოათავსეს. ორი მათგანი საეჭვო სიმპტომებით საკუთარი სურვილით მივიდა კლინიკაში, ერთი კი, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მედიკოსებმა მიიყვანეს.

„მათ აქვთ გარკვეული სიმპტომები, 37 გრადუსი ტემპერატურა. უკვე აღებულია ანალიზები და დაველოდებით ლუგარის ლაბორატორიის დასკვნას“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში, კერძოდ გონიოს ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში კი, კვლავ რჩება საქართველოს 30 მოქალაქე. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს კორონავირუსზე დაკვირვება.