ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ხუთი პაციენტის ანალიზს პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ხუთი პაციენტის ანალიზს პასუხებს ელოდებიან, რომლებიც საეჭვო სიმპტომებით გუშინ მიიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე პირი კარანტინიდან გადაიყვანეს და მათ სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონიათ.
ინფექციურში ამჟამად სამი ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 800-ზე მეტი, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი პირი რჩება.