ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შვიდი პირის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შვიდი პირის პასუხებს ელოდებიან.
ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ხუთი კი თვითდინებით მივიდა.
ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს ინფექციური საავადმყოფო ღებულობს, რომელიც უკვე გადაკეთდა ცხელების ცენტრად. ინფიცირებულები კი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ.
25 საეჭვო პირიდან გუშინ კორონავირუსი მხოლოდ 10 წლის მოზარდს დაუდასტურდა, რომელიც თბილისშია გადაყვანილი.