ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ორი ახალგაზრდა გოგონა, შუახნის ქალი და მამაკაცი, რომლებსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ, საეჭვო სიმპტომებით საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
აჭარაში 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო სივრცეში, 200-მდე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.