ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მოთავსებული ხუთი მოქალაქიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით დღეს მოთავსებული ხუთი მოქალაქიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის ბათუმის ფილიალში შესული ანალიზების ყველა შედეგი უარყოფითია.
ინფექციურ საავადმყოფოში დღეს სხვადასხვა რეგიონიდან ხუთი მოქალაქე მოათავსეს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.
საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 26 თებერვლიდან დღემდე სულ 20 მოქალაქე იმყოფებოდა. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.