ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი ცხრა თვის ბავშვია
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი 54 კოვიდინფიცირებულიდან 29 მოზარდია, მათ შორის ყველაზე პატარა ცხრა თვისაა.
საავადმყოფოს დირექტორის, ციური აბულაძის განცხადებით, ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.
„29 ბავშვიდან პნევმონია აქვს რვას, მათგან ორს მსუბუქი ფორმით. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამკამაყოფილებელია“, – განაცხადა ციური აბულაძემ.
Რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს ტუბერკულოზის განყოფილების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, კლინკის ხელმძღვანელის განცხადებით, შემთხვევა ქორწილის კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებული ექიმი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოშივე განაგრძობს.