ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსის სიმპტომებით დღეს კიდევ ერთმა პაციენტმა მიმართა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსის სიმპტომებით დღეს კიდევ ერთმა პაციენტმა მიმართა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსის სიმპტომებით, საკუთარი სურვილით, დღეს კიდევ ერთმა პაციენტმა მიმართა. 30 წლამდე მამაკაცი საქართველოში იტალიიდან 25 თებერვალს დაბრუნდა და ტემპერატურის მატების გამო, დღეს კლინიკაში მივიდა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კვლევის შედეგები კი, ხვალ გახდება ცნობილი.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაც ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში ამჟამად მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.

ბათუმის ინფექციურ კლინიკას რამდენიმე დღის წინაც მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, მას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.