ბათუმის ინფექციურ კლინიკაში კარანტინიდან გადაყვანილ ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ოთხ მოქალაქეს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ისინი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს.
კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ინფიცირებული რჩება. ხუთის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – საშუალოდ მძიმე, თუმცა მედიკოსების ინფორმაციით, 70 წლის ქალბატონს პნევმონია არ აღენიშნება.
აჭარის საკარანტინო სივრცეშია 1700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.