ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა მიმდინარეობს
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა მიმდინარეობს.
სადღესასწაულო წირვას ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ატარებს.
ტაძარში მხოლოდ მრევლის ნაწილი იმყოფება. ეპარქიამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ ერთი დღით ადრე მოუწოდა.
„წირვის დასრულებამდე გეკეთოთ პირბადე და დაიცავით დისტანცია. ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ, ჩაიცვათ თბილად.
ვინც ვერ ახერხებს ტაძარში მოსვლას, მათთვის იქნება აჭარის ტელევიზიის მიერ წირვის პირდაპირი ტრანსლაცია.
ბედნიერ შობას გისურვებთ“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.