ბათუმში მიმდინარე ღამის მარათონის დაწყებისას შუახნის ქალი დაშავდა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ის სტარტის ხაზთან დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მარათონის ორგანიზატორის განცხადებით, დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ის „მედცენტრშია“ მოთავსებული. როგორ სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს, თუმცა უმნიშვნელო. დაშავებულს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.
Great Batumi Night Race – ბათუმი მასშტაბური ღამის ნახევარმარათონი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მარათონში 800-მდე ადამიანი 32 ქვეყნიდან მონაწილეობს. მონაწილეებმა 21 კილომეტრი უნდა გაირბინონ. მარათონისთვის ეტაპობრივად გადაიკეტება ყველა ის ქუჩა, სადაც სარბენი მარშრუტი გადის.