ბათუმში არსებული ეშმაკის ბორბალი იჯარით გაიცემა. პანორამული ბორბლის მესაკუთრე – ბათუმის მერია მოიჯარე კომპანიას ელექტრონული აუქციონით გამოავლენს. აუქციონის საწყისი ფასი 160 ათასი ლარია, რომელიც კომპანიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად უნდა შეიტანოს.
ატრაქციონის გასხვისებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოსგან უნდა მიიღოს თანხმობა. შესაბამის დოკუმენტს საკრებულო 21 მაისს განიხილავს.
ეშმაკის ბორბალი ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უზურფრუქტით ჰქონდა გადაცემული. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, ეს სააგენტო მერიამ გააუქმა და მისი ფუნქციები სხვადასხვა სამსახურებმა გადაინაწილეს.