ბათუმის ერთ-ერთი მსხვილი მარკეტის რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად, მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი თანამშრომლებისთვის ხელფასის 50 პროცენტის ჩამოჭრა გახდა.
„გვითხრეს, მარკეტს დანაკლისი აქვს და თქვენ უნდა გადაიხადოთო. თანხა თუ დაიკარგა, რისთვის არის დაცვა და კამერები, გამოიძიონ, 400 ლარი მაქვს ხელფასი და 200 დამირიცხეს, რა დავაშავე“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
გაფიცულ თანამშრომლებს მარკეტის ადმინისტრაცია შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერ ხერხდება. ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია.