ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე შვიდ პაციენტს იკვლევენ
ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე შვიდ პაციენტს იკვლევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანალიზების პასუხებს დღის განმავლობაში მიიღებენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 24 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან სამს დაუდასტურდა კორონავირუსი. 49 გამოძახება შევიდა 112-იდან კლინიკებში, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო ე.წ. ცხელების ცენტრში.
აჭარაში 25 საკარანტინო სივრცეში 2200-მდე პირი რჩება. თვითიზოლაციაში კი 100-მდე ადამიანია.