ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში დღეს მოთავსებულ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში დღეს მოთავსებულ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია.
პაციენტები დღეს დილით სხვადასხვა რესპირატორული ხასიათის ჩივილებით მივიდნენ კლინიკებში.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი ტესტირების შედეგები. აჭარაში 10 400-მდე პირს ჩაუტარდა გამოკვლევა კორონავირუსზე.
30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.