თემურ შონია 2018 წელს „ლოკომოტივში“ ითამაშებს. 27 წლის ნახევარმცველი თბილისის კლუბს პირობებზე უკვე შეუთანხმდა და 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
შონია 2009-2014 წლებში „ცხინვალის“ ფეხბურთელი იყო. 2014 წლიდან ბათუმის „დინამოში“ გადავიდა და გუნდის კაპიტანი გახდა. მან ეროვნულ ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ შონია საქართველოს ყველა ნაკრების წევრი იყო – 17 და 19-წლამდელების და ახალგაზრდულის. 2017 წელს, როგორც ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებშიც მიიწვია და ორი ამხანაგური შეხვედრა ათამაშა უზბეკეთთან და იორდანიასთან, უზბეკეთთან (2:2) კი „ლოკომოტივის“ ახალწვეულმა სადებიუტო გოლი გაიტანა.