ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – გუნდის ღირსებას მეკარე ოთო გოშაძე დაიცავს.
ბათუმელთა მორიგი ახალწვეული 21 წლის მეკარეა, მან „დინამოსთან“ წელიწად-ნახევრიან იჯარას მოაწერა ხელი.
ოთო გოშაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და რეკორდსმენია – 19-წლამდელთა ნაკრებში 16 წლიდან იწვევდნენ. ამჟამად გოშაძე ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან საკლუბო კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, განათხოვრების წესით თამაშობდა თურქულ „ქასიმფაშაში“, 2018 წლის ზამთრიდან კი თბილისის „დინამოში“.
ერთი კვირით ადრე, ბათუმელებმა „საბურთალოდან“ 20 წლის ნახევარმცველი ლადო მამუჩაშვილი დაიმატეს, რომელიც „დინამოში“ 2020 წლის დეკემბრამდე დარჩება.