ბათუმის ”დინამომ” ჯანელიძე დაიმატა, გრიგალაშვილი უზბეკეთში ითამაშებს
ბათუმის “დინამოში” დიდი საკადრო ცვლილებებია. გია გეგუჩაძის დანიშვნამდე გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა და ბევრიც ახალწვეულია.
ცნობილი გახდა, რომ გუნდის ლიდერი გუჯა გრიგალაშვილი აზიაში წავიდა – 28 წლის ფეხბურთელმა “რუსთავში” თამაშს ამჯობინა, კარიერის უზბეკეთის “ზარაფშანში” გაეგრძელებინა.
რაც შეეხება ახალწვეულებს, ბათუმელთა ბოლო შენაძენი გიორგი ჯანელიძეა. 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თბილისის ”დინამოში” ასპარეზობდა, თემურ ქეცბაიას დროს კი ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო. ბოლოს ჯანელიძე ფოთის „კოლხეთში” თამაშობდა.