ბათუმის „დინამო“ გადათამაშებაში მოხვდა
ბათუმის „დინამო“ გადათამაშებაში მოხვდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 34-ე ტური ბათუმში გამართული მატჩით დასრულდა – „რაგბი-არენაზე“ ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა.

მესამე წუთზე ანგარიში ბათუმელთა ლიდერმა ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა 1:0. თუმცა, 56-ე წუთზე სტუმართა ალბანელმა თავდამსხმელმა, ნდუე მუეცმა წონასწორობა აღადგინა 1:1. მე-60 წუთზე კი დავით ვოლკოვმა სტუმრები დააწინაურა 1:2 და საბოლოოდ, თამაში ასეც დასრულდა.

„საბურთალომ“ 56 ქულა დააგროვა, „ლოკომოტივს“ 3 ქულით გაასწრო, მეოთხე ადგილის შენარჩუნა და ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. მასპინძლები კი, ისევ 33 ქულის ამარა დარჩნენ, გორის „დილას“ 7 ქულით ჩამორჩნენ და ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბათუმის „დინამოს“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში მონაწილეობა მოუწევს.