ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებული 36 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ცხელების კლინიკებში 22 ივნისს ,ოთავსებული 36 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. დილით მათ სამედიცინო დაწესებულებებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარაში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, რეგიონში საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 1055 პირი.