ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 47 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში რესპირატორული სიმპტომებით დღეს მოთავსებულ 47 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
პარალელურად გრძელდება მიზნობრივი კვლევები. დღევანდელი ანალიზების პასუხები დილით გახდება ცნობილი.
რეგიონში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა 25 400-მდე პირს. კარანტინში რჩება 2 147 მოქალაქე, 9 805-მა პირმა კი უკვე დაასრულა იზოლაციის პერიოდი.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხუთი კოვიდინფიცირებული რჩება. მათი მდგომარეობა მსუბუქია.