ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომით 22 პირი მოათავსეს. ყველა მათგანი დღესვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე. 22-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა ჯამში 11 041 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.