ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ კორონავირუსზე 51 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ დღეს 51 პირი მოათავსეს. მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. ყველა მათგანს „კოვიდ-19“-ზე იკვლევენ. ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, ჯამში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 11 307 პირს ჩაუტარდა.