ბათუმის ცხელების კლინიკებში კორონავირუსზე 33 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ცხელების კლინიკებში კორონავირუსზე 33 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს დილიდან სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულია 33 პირი. ყველა მათგანს კორონავირუსზე გამოიკვლევენ. ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

გრძელდება მიზნობრივი გამოკვლევებიც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს.