ბათუმის ცხელების კლინიკებში 38 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში რესპირატორული სიმპტომებით დილით მოთავსებულ 38 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. აჭარაში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა სულ 20 750-მდე პირს.
კარანტინში რჩება 1 130 პირი. იზოლაციის სივრცეები დატოვა 8 901-მა მოქალაქემ.