ბათუმის ცხელების ცენტრებში შეყვანილი პაციენტებიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში შეყვანილი პაციენტებიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს შესულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დილით რესპირატორული ჩივილებით კლინიკებს 28 მოქალაქემ მიაკითხა. მათ დილითვე აუღეს ანალიზები. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში 30 აპრილის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. უკვე გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. კლინიკა „მედალფაში“ რჩება სამი ინფიცირებული, მათ შორის ერთი დღეს თბილისიდან გადაიყვანეს.