ბათუმის ცხელების ცენტრებში საეჭვო სიმპტომებით 25 პირია შეყვანილი
ბათუმის ცხელების ცენტრებში საეჭვო სიმპტომებით 25 პირია შეყვანილი

ბათუმის ცხელების ცენტრებში დილიდან ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 25 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პარალელურად, მიმდინარეობს რისკ-ჯგუფის პროფესიის მქონე ადამიანების მიზნობრივი კვლევები.

ლაბორატორიებში იკვლევენ ასევე კარანტინში მყოფ იმ პირებსაც, ვისაც იზოლაციის პერიოდი დაუსრულდა. აჭარაში საკარანტინო ზონებში რჩება 1 340 პირი. საკარანტინო სივრცე ჯამში 5018-მა მოქალაქემ დატოვა.