ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებული 36 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს დილით ჰოსპიტალიზებული 36 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე 36-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარაში ტესტი 7 500-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.