ბათუმის ცხელების ცენტრებში კორონავირუსზე კვლევა 30 ადამიანს ჩაუტარდა
ბათუმის ცხელების ცენტრებს დილიდან 30-მა პაციენტმა მიმართა. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. ყველა მათგანს აუღეს ანალიზი. ტესტების პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
პარალელურად, ისევ გაგრძელდება მიზნობრივი კვლევები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 მარტიდან დღემდე რეგიონში „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 9 766 პირს.