ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე 35 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს კორონავირუსზე 35 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით მათ კლინიკებს დღეს მიმართეს.
პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც და იმ პირთა ტესტირება, ვინც საკარანტინო პერიოდს ასრულებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 11 860 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.