ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე 33 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ რესპირატორული სიმპტომებით 33 პირია გადაყვანილი. ყველა მათგანს კორონავირუსზე იკვლევენ. ანალიზების პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
პარალელურად, მიმდინარეობს რისკჯგუფების ტესტირებაც. ასევე იკვლევენ საკარანტინო ზონებში მყოფ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც იზოლაციის ვადა უმთავრდებათ.
აჭარის 27 საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 1 639 მოქალაქე რჩება.