ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე 19 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან 
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე 19 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან 

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს დილით ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო რესპირატორული სიმპტომებით 19 პირი გადაიყვანეს. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბოლო ორი დღის განმავლობაში პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც ცხელების ცენტრებს აკითხავენ, პრაქტიკულად განახევრდა. პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. კვლევა უტარდება ყველა მოქალაქეს, რომელიც საკარანტინო სივრცეებში იზოლაციის სავალდებულო პერიოდს ასრულებს.

აჭარის 27 საკარანტინო ზონაში დღეს მოქალაქეთა რაოდენობა 200-ზე მეტით გაიზარდა და 1 640-ს მიაღწია. სულ საკარანტინო სივრცე 5 346-მა მოქალაქემ დატოვა.