ბათუმის ცხელების ცენტრებში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით 30 პირია ჰოსპიტალიზებული
ბათუმის ცხელების ცენტრებში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით დღეს 30 პირია ჰოსპიტალიზებული. მათი ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
პარალელურად მიმდინარეობს მიზნობრივი კვლევები, რაც დღე-ღამეში 300 ანალიზს აჭარბებს.
ლაბორატორიებში იკვლევენ ასევე საკარანტინო ზონებში მყოფ იმ პირებსაც, რომლებსაც იზოლაციის ვადა ამოეწურათ. დღეის მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1 431 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5 155-მა მოქალაქემ.