ბათუმის ცხელების ცენტრებში გამოკვლეულ 41 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს გამოკვლეულ 41 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკებს მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღეს დილით მიმართეს. „კოვიდ-19“-ზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. სულ აჭარაში ტესტი 13 300-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.