ბათუმის ცხელების ცენტრებში გამოკვლეულ 33 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. დილით კლინიკებში სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომით 33 პაციენტი გადაიყვანეს. კორონავირუსზე ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. რეგიონში ტესტი 11 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.
23 დღეა, აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს კლინიკა ბოლო ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.