ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს შეყვანილ 36 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დილით ჰოსპიტალიზებულ 36 პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ, ვირუსი არ დაუდასტურდათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგებიც.
აჭარაში სულ 7 500-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს.
14 მარტის შემდეგ რეგიონში ინფიცირების 71 ფაქტი დადასტურდა. მათგან 60 უკვე გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.