ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს შესულ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს შესულ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში დღის განმავლობაში კორონავირუსზე ცხელების ცენტრებში შესული 16 პაციენტი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. 16-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. ჯამში რეგიონში „პისიარ“ ტესტი 15 ათასამდე პირს ჩაუტარდა.

ინფიცირების ბოლო შემთხვევა აჭარაში 30 აპრილს დადასტურდა. ამ დროისთვის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირი არ არის. აჭარა „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს.